სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: სად დავისვენოთ?
2. პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის მოპოვება საქართველოს კურორტების შესახებ . გაგაბა სად, როდის, როგორ, რატომ უნდა დავისვენოთ?
3. პროექტის სრული აღწერა: მიზნები და შედეგბი: მიიღებენ და აანალიზებენ ინფორმაციას კურორტების შესახებ. გამოიკვლევენ და ახსნიან მთისა და ბარის კურორტების თავისებურებებს. განსაზღვრავენ კურორტების ტიპებს. განამტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი მოსმენისა და პატივისცემის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ–ჩვევებს. საკუთარი გამოცდილების გამოყენებას.
მიზნად დავისახეთ მოგვეძიებია ინფორმაცია საქართველოს ორ კურორტზე. ბახმარო და ურეკი.
ჯგუფი გავყავი 2 ნაწილად.
პირველ ჯგუფს დაევალა მოეპოვებინა ინფორმაცია საზღვაო კურორტის ურეკის შესახებ. გაეცა პასუხი შემდეგი კითხვებისთვის.
1. აღწერონ და დაადგინონ ამ კურორტის გეოგრაფიული მდებარეობა.
2. წელიწადის რომელ დროს ისვენებენ ამ კურორტზე?
3. აქვს თუ არა ამ კურორტს სხვა დამატებითი სამკურნალო თვისებები?
4. რატომ არის უმჯობესი აქ დასვენება?
მორე ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია კურორტ ბახმაროს შესახებ
გასცენ იგივე კითხვებს პასუხი.
ორთავე ჯგუფი მოძიებულ ინფორმაციას წარმოადგენს ელექტრონული პრეზენტაციის სახით. ასევე ჯგუფებს დაევალებათ გააკეთონ სარეკლამო ბუკლეტები თავისი ძალებით თუ რომელ კურორტზე ჯობია დასვენება.
სურათები შეუძლიათ გამოიყენონ საოჯახო ალბომებიდან.
სამი დღის შემდეგ თითოეულ ჯგუფთან იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მოძიებულ მასალას, მივცემ დამატებით ინსტრუქტაჟს.
პირველი ჯგუფის პრეზენტაციას გავაკეთებთ კურორტ ბახმაროში, ხოლო მეორე ჯგუფის პრეზენტაციას კურორტ ურეკში. გადავიღებთ სურათებს. ხოლო მოძიებული მასალით ორთავე ჯგუფი ერთად შევქმნით ბლოგს, რათა ამ ორი ლამაზი და სასარგებლო კურორტის შესახებ ინფორმაცია გავაცნოთ მთელს საქართველოს პატარა გურიიდან.
4. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღეს.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა. ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება პროგრამა Power Point –ში. ექსკურსია.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძება, შეიქმნას: შეიქმნება სარეკლამო ბუკლეტები და ბლოგი.
8. სარგებელი სხვებისთვის:ამ ორი კურორტის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების გაცნობა პროექტში მონაწილე ბავშვებისათვის და მათი თანატოლებისთვის.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ისტორია, გეოგრაფია.
12. პროექტის ფასილიტატარი: ნათია ბოლქვაძე.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: natiabolqvadze5@gmail.com